კატალოგი Greenfield
Golden Ceylon 100g
Greenfield Golden Ceylon-ის ბრწყინვალე პალიტრაში პიკანტური არომატების ნოტები გემოს ნაზი ელფერები ერწყმის სიძლიერესა და სიუხვეს, ხოლო განუმეორებელ თაიგულის ასრულებს დახვეწილი არომატი, რომელიც სასმლის ნაყოფიერ წარმოშობას უსვამს ხაზს.
Kenyan Sunrise 100g
Greenfield Kenyan Sunrise-ის მდიდრული, მომჟავო-მომწარო გემოს საოცარი სისრულე და ნაზი არომატი - ეს არის მოგონება მარადიული აფრიკის ხელუხლებელ ბუნებაზე, ხოლო ქარვისფერი ნაყენის სადღესასწაულო სიკაშკაშე - თითქოს ცხელი აფრიკული მზის ანარეკლია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ბრწყინავს კერიჩოს პლანტაციების თავზე, სადაც Greenfield Kenyan Sunrise იყო დაკრეფილი.
Classic Breakfast 100g
ჩაის ძვირფასი ჯიშები ჩრდილოეთ ინდოეთის საუკეთესო პლანტაციებიდან Greenfield Classic Breakfast-ს საფუძვლად უდევს. მომჟავო-მომწარო და წვნიანი გემოს, ნაზი არომატის და ძლიერი მატონიზირებელი ეფექტის წყალობით, Greenfield Classic Breakfast იდეალურია დილის ჩაის დასალევად.
English Edition 100g
ცეილონის დახვეწილი ჩაი მოყვანილია მსოფლიოში ცნობილ ნუვარა-ელიას მაღალმთიან პლანტაციებზე. დაკრეფის უნიკალური ადგილი და ჩაის ფოთლის განსაკუთრებული მჭიდრო მოხვევა, ქმნის Greenfield English Edition-ის განუმეორებელ თაიგულს - დაბალანსებულ სრულყოფილ გემოს, რომელშიც იგრძნობა სანელებლების მსუბუქი ელფერი და გამოკვეთილი, მაგრამ ნაზი არომატი, კარგად გამოხატული თაფლის და ყვავილოვანი ნოტებით.
Earl Grey Fantasy 100g
ციტრუსის არომატების ჰაეროვანი შლეიფი, ხაზს უსვამს უვას პლანტაციებზე მოყვანილი ცეილონის ჩაის გამოხატულ გემოს და Greenfield Earl Grey Fantasy-ის დახვეწილ კომპოზიციას განსაკუთრებულ სინაზეს ანიჭებს.
Magic Yunnan 100g
ჩინეთის იუნანის პროვინციის განთქმულ, მაღალმთიან პლანტაციებზე მოყვანილი ჩინებული შავი ჩაი გვაოცებს ორი დახვეწილი ნოტის - "კვამლიანი" არომატის და შავი ქლიავის ჩირის მსუბუქი გემოს მოულოდნელი შეხამებით. Greenfield Magic Yunnan ჩაის განუმეორებელი გემო აღელვებს სულს და ასტიმულირებს წარმოსახვას.
Flying Dragon 100g
ჩინური მწვანე ჩაის შექმნის ათასწლიანი ტრადიცია ნაყოფიერ პლანტაციებზე Greenfield Flying Dragon-ის ჩაიში გრძელდება. Flying Dragon ჩაის კლასიკური რბილი გემო და ნაზი ყვავილოვანი არომატი აგრილებს, გავსებთ ენერგიით და ორგანიზმზე გამაჯანსაღებელ ზეგავლენას ახდენს.
Silver Fujian 100g
ჩინებული Greenfield Silver Fujian შავი ჩაისთვის გამოიყენება მხოლოდ ყველაზე ნორჩი ჩაის ფოთლები, რომლებსაც ადრე გაზაფხულზე კრეფენ. ღრმა და მწიფე გემო შოკოლადის დახვეწილი სიმწარით და მსუბუქი "მოხალული" ნოტებით, რომლებიც დამახასიათებელია ჩაის ცნობილი ჯიშებისთვის ჩინეთის ფუჯიანი პროვინციიდან, ჰარმონულად ეხამება მშვენიერ ყვავილოვან სურნელს, რაც Greenfield Silver Fujian-ის დახვეწილ თაიგულში ნახევარტონების ამაღელვებელ თამაშს ქმნის.
Premium Assam 100g
ასამის პროვინციის განთქმულ პლანტაციებზე მოყვანილი Greenfield Premium Assam იწყება მომჟავო-მომწარო სანელებლების გემოთი და გამოხატული გრილი არომატით.