კატალოგი Greenfield

Rich Ceylon pyramid
ბუნების შთაგონებით და გამომგონებლობით შექმნილი Greenfield Rich Ceylon-ის ჩაი რუგუნუს პროვინციის საუკეთესო პლანტაციებიდან ჩაის ეტალონური გემოს სიწმინდის მაგალითია. მჭიდროდ დახვეული ჩაის ფოთლების ფორმის ნაყოფიერება, რბილი, ოდნავ სანელებლიანი გემო და ნაზი ყვავილოვანი ნოტების მქონე არომატი სრულყოფილ თაიგულს ქმნის.

Redberry Crumble pyramid
წითელი მოცვის უნაზესი სიმწარე მშვენივრად ეხამება ცეილონის ჩაის ღრმა და მდიდრულ გემოს. ახალი შემაცდუნებელი არომატი გემოთა თაიგულს თბილი ნოტებით ავსევს, რაც Redberry Crumble-ის ჩაის ფინჯანს დახვეწილ სადესერტო კომპოზიციად აქცევს.

Mint & Chocolate pyramid
ცეილონის ძვირადღირებული Greenfield Mint & Chocolate ჩაის რბილ, ოდნავ სანელებლიან გემოს ავსებს პიტნის გრილი ნოტები და მუქი შოკოლადის ჩინებული რბილი არომატი. ამ ჯადოსნური შეხამებიდან იბადება დახვეწილი, საუკეთესოდ დაბალანსებული გემოთა თაიგული, სადაც მკაფიოდ იგრძნობა სურნელოვანი პიტნის სიგრილე და შოკოლადის მდიდარი ტონები.

Sicilian Citrus pyramid
Greenfield Sicilian Citrus-ის მდიდრულ კომპოზიციაშიერთმანეთს მშვენივრად ეხამება, მზიანი სიცილიის ნაყოფიერ მიწებზე მოყვანილი მწიფე წითელი ფორთოხლის წვნიანობა და ცეილონის საუკეთესო შავი ჩაის დახვეწილი გემო. ლიმონის გრილი და ასკილის ნაზი ნოტები, ვირტუოზულად არიან ჩაქსოვილი ნაზავში, რომლებიც გემოთა თაიგულს ანიჭებენ სრულყოფილ გემოს.

Royal Earl Grey pyramid
Greenfield Royal Earl Grey-ის დახვეწილი, ღრმა და მდიდრული თაიგული იწყება ამაღელვებელი არომატული ტალღით, სადაც ერთმანეთს თავისებურად ეხამება ცეილონის დახვეწილი ჩაის სანელებლიანი ნოტები, ბერგამოტის სადა, კლასიკური არომატი და ციტრუსების ნაზი ტონები. გამჭვირვალე პირამიდის იდეალური ფორმა და ფუნქციური უბრალოება ჩაის ფოთლებს სრულად გაშლის საშუალებას აძლევს, რომლის წყალობითაც, სასმელი სრულყოფილი ბუნებრივი თაიგულის სრულ სიღრმეს იძენს.

Golden Kiwi pyramid
Greenfield Golden Kiwi-ის ორიგინალური ნაზავი მიმზიდველია შავი ჩაის, კივის დამახასიათებელი ცხარე სიმჟავის და რეჰანის სიგრილის ინტრიგული შეხამებით. ოქროსფერი კივის ამაღელვებელი არომატი, რომელსაც ანანასის მსუბუქი პიკანტური სიტკბო ავსებს, წარმოადგენს დახვეწილ აქცენტს, რომელიც გემოთა თაიგულს უსვამს ხაზს.

Blueberry Forest pyramid
Greenfield Blueberry Forest-ის კომპოზიციაში მწიფე მოცვის თავისებური "ჩრდილოეთის" გემო ცეილონის ჩაის რბილი, ოდნავ სანელებლიანი გემოსთვის დახვეწილი ჩარჩოს როლს ასრულებს. Greenfield Blueberry Forest-ის თაიგულში კენკრის ნაზი გრილი არომატი იდეალურად ანეიტრალებს ჩაის ბუნებრივ არომატს.

Grape Vines pyramid
Greenfield Grape Vines-ის მდიდრულ გამომხატველ კომპოზიციაში ცეილონის ჩინებული ჩაის მსუბუქი სანელებლიანი გემო, ეხამება შავი ყურძნის დამახასიათებელ ტკბილ და ძლიერ გემოსა და შავი მოცხარის გამოხატულ ნოტებს. ყურძნის მდიდრული არომატი, რომელსაც ავსებს მოცხარის ფოთლის საზაფხულო სიგრილე, Greenfield Grape Vines-ის ღრმა გემოს ჰარმონიას ასრულებს.

Green Ginseng pyramid
არომატიზირებული მწვანე ჩაის მოსამზადებლად ჩინეთის ცნობილ ფუნჯიანის პროვინციაში მოყვანილი ჩაის ფოთლებს და ჟენშენის დაფქულ ფესვს ერთმანეთს ურევენ და ფოთოლს მჭიდროდ ახვევენ, რის შედეგადაც ვღებულობთ პატარა ჩაის "კენჭებს". ჩაის დაყენების დროს ისინი "იხსნება" და იქმნება მდიდრული და გამოხატული გემოს თაიგული სანელებლების მსუბუქი ტონებით და ჩინებული, ძლიერი და ხანგრძლივი მოტკბო გემოთი.