
Rich Ceylon pyramid
ბუნების შთაგონებით და გამომგონებლობით შექმნილი Greenfield Rich Ceylon-ის ჩაი რუგუნუს პროვინციის საუკეთესო პლანტაციებიდან ჩაის ეტალონური გემოს სიწმინდის მაგალითია. მჭიდროდ დახვეული ჩაის ფოთლების ფორმის ნაყოფიერება, რბილი, ოდნავ სანელებლიანი გემო და ნაზი ყვავილოვანი ნოტების მქონე არომატი სრულყოფილ თაიგულს ქმნის.

Redberry Crumble pyramid
წითელი მოცვის უნაზესი სიმწარე მშვენივრად ეხამება ცეილონის ჩაის ღრმა და მდიდრულ გემოს. ახალი შემაცდუნებელი არომატი გემოთა თაიგულს თბილი ნოტებით ავსევს, რაც Redberry Crumble-ის ჩაის ფინჯანს დახვეწილ სადესერტო კომპოზიციად აქცევს.

Sicilian Citrus pyramid
Greenfield Sicilian Citrus-ის მდიდრულ კომპოზიციაშიერთმანეთს მშვენივრად ეხამება, მზიანი სიცილიის ნაყოფიერ მიწებზე მოყვანილი მწიფე წითელი ფორთოხლის წვნიანობა და ცეილონის საუკეთესო შავი ჩაის დახვეწილი გემო. ლიმონის გრილი და ასკილის ნაზი ნოტები, ვირტუოზულად არიან ჩაქსოვილი ნაზავში, რომლებიც გემოთა თაიგულს ანიჭებენ სრულყოფილ გემოს.

Royal Earl Grey pyramid
Greenfield Royal Earl Grey-ის დახვეწილი, ღრმა და მდიდრული თაიგული იწყება ამაღელვებელი არომატული ტალღით, სადაც ერთმანეთს თავისებურად ეხამება ცეილონის დახვეწილი ჩაის სანელებლიანი ნოტები, ბერგამოტის სადა, კლასიკური არომატი და ციტრუსების ნაზი ტონები. გამჭვირვალე პირამიდის იდეალური ფორმა და ფუნქციური უბრალოება ჩაის ფოთლებს სრულად გაშლის საშუალებას აძლევს, რომლის წყალობითაც, სასმელი სრულყოფილი ბუნებრივი თაიგულის სრულ სიღრმეს იძენს.