Classic Genmaicha pyramid
თვითმყოფადობა და ჰარმონია, რომლებიც დამახასიათებელია იაპონური ეროვნული კულტურისთვის, განსახიერებულია Greenfield Classic Genmaicha-ის ორიგინალურ ჩაიში. ამ ჩაის მოსამზადებლად იაპონური მწავნე ჩაი სენჩას შემწვარი ბრინჯის მარცვლებთან ურევენ, ამით გამოდის დახვეწილი შეხამება, დამაინტრიგებელი სიახლით და თავისებურობით. ამ მდიდრულ გემოში კარგად იგრძნობა სენჩას დამახასიათებელი სიგრილე, კარამელის მსუბუქი ნოტი და ნაზი, ოდნავ კვამლიანი არომატი.
Milky Oolong pyramid
ჩინებული ჩაი სასიამოვნო რბილი გემოთი და დახვეწილი რძის და ნაღების ნოტებით და ასევე მირთმევის შემდგომ ნაზი მოტკბო შეგრძნებით. მას საფუძვლად უდევს ჩაის ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული და ძველი სახეობა. სიტყვა Oolong - "ულუნი" - უკავშირდება ულუნცზიანი (შავი დრაკონის მდინარე) მდინარის სახელს, რომლის სანაპიროზეც დაიწყეს ჩაის ამ შესანიშნავი ჯიშის მოყვანა. ჩაის პლანტაციების მშვენიერი კლიმატი, მთის მდინარეების სუფთა წყალი, ნათელი მზე - ყველაფერი აისახა მის ჯადოსნურ გემოში, რომელიც სიამოვნების მომენტების წყაროა.